ქართ.
VII. 1. მოსწავლეს შეუძლია
უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა
აუდიტორიის წინაშე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ისმენს ჩუმად, ჩაინიშნავს
ძირითად ფაქტებსა და დებულებებს, საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს არავერბალური
ხერხებით: ყურადღებიანი მზერით, თავის დაქნევით, ღიმილით და სხვ.;
·
მოიძიებს ან საგანგებოდ ქმნის
და სათანადოდ იყენებს შესაფერის ვიზუალურ მასალას (პლაკატს, სქემას ან სხვა
თვალსაჩინოებას).
·
წარმოადგენს ინფორმაციას
ჯგუფში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და
ყვება, როგორ მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე;
·
შეარჩევს თემას ზეპირი
გამოსვლისათვის, ამზადებს გამოსვლას და წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე;
ქართ.
VII. 2. მოსწავლეს შეუძლია
სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მსჯელობს იმის შესახებ,
რამდენად გაართვა თავი მოსაუბრემ საკომუნიკაციო ამოცანას (ანუ გასაგებად მიაწოდა
თუ არა მსმენელს ინფორმაცია; შეძლო თუ არა მისი დარწმუნება, გართობა და ა.შ.);
·
მსჯელობს იმის შესახებ,
მოეწონა თუ არა (და რატომ) თანაკლასელის მიერ წაკითხული ლექსი, იგავ-არაკი,
პროზაული ტექსტის ფრაგმენტები, ზეპირად გადმოცემული ამბავი ან წარმოდგენილი
ინფორმაცია.
·
ისმენს და ეთანხმება, ან
კორექტულად უარყოფს თანამოსაუბრის აზრს;
·
დამაჯერებლად იცავს საკუთარ
აზრს, მაგრამ არ ცდილობს დისკუსიაში დომინანტური პოზიციის დაკავებას;
ქართ.
VII. 4. მოსწავლეს შეუძლია
საკლასო დისკუსიებში მონაწილეობის მიღება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ჯგუფთან ერთად ამზადებს
სადისკუსიო გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს საკითხს, მოიძიებს ინფორმაციას,
შეიმუშავებს თვალსაზრისს, რომელსაც გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს;
ქართ.
VII. 6. მოსწავლეს შეუძლია
ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების შესაბამისად გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს მსმენელის
რეაქციას და იყენებს საპასუხო სტრატეგიებს, მაგ., აზრის პერიფრაზირებას,
მოკლე განმარტებების ჩართვას, ცხოვრებისეული მაგალითების დამოწმებას და ა. შ.);
·
აუდიტორიის წინაშე
გამოსვლამდე გადის რეპეტიციას;
·
აანალიზებს იმ ფაქტორებს,
რომლებმაც ხელი შეუწყო წარმატებას ან გამოიწვია წარუმატებლობა ზეპირი გამოსვლის
დროს და მასწავლებელთან ერთად დასახავს ხარვეზების გამოსწორების გეგმას.
ქართ.
VII. 7. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და
არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს და ახსნის
მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ტექსტში ასახულ ფაქტებს, მოვლენებს შორის;
·
გამოაქვს დასკვნები მთლიანი
ტექსტის ან მისი მონაკვეთის საფუძველზე;
·
ამოკრებს ინფორმაციას
დიფერენცირებულად და აჯგუფებს მას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით;
ქართ.
VII. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის
მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
კონკრეტული ინფორმაციის
მოძიების მიზნით სწრაფად ჩაიკითხავს ტექსტს, ეძებს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს,
თავების, პარაგრაფების სათაურებს, კითხულობს აბზაცების პირველ წინადადებას;
·
მოიძიებს საჭირო ინფორმაციას
მისთვის საინტერესო თემებზე სხვადასხვა წყაროდან (ენციკლოპედიებიდან,
ლექსიკონებიდან, წიგნებიდან, ინტერნეტიდან).
ქართ.
VII. 11. მოსწავლეს შეუძლია
წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წერს თხრობითი ხასიათის
ტექსტებს (მაგალითად, საკუთარ ან სხვის ბიოგრაფიას, რეალურ ან გამოგონილ ისტორიას
მისთვის საინტერესო თემებზე, ლიტერატურული ნაწარმოების ან მის მიერ გამოგონილი
პერსონაჟის თავგადასავალს);
ქართ.
VII. 12. მოსწავლეს შეუძლია
წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის
გათვალისწინებით.
·
წერს სარეკლამო ტექსტს
სხვადასხვა აუდიტორიისათვის (მაგალითად, ბავშვებისა და დიდებისათვის);
No comments:
Post a Comment