პროექტის მნიშვნელობა: თემატიკის გათვალისწინებით, უკვე შეიძლება ითქვას, რომ პროექტი აქტუალურია. მოსწავლეებში აუცილებელია სწორი
მიდგომების ჩამოყალიბება, რათა სამომავლოდ მათ მართებული ორიენტირები ჰქონდეთ. დისკუსიისას
აზრთა სხვადასხვაობა მეშვიდეკლასელებში უკვე ნიშანია იმისა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება საქართველოს ევროპული
ორიენტაციისადმი სხვადასხვაგვარია, რაც ერთგვარად, საფრთხისშემცველია ჩვენი ქვეყნისათვის.
ამიტომ საჭიროა, ახალგაზრდები ადრეული ასაკიდანვე იყვნენ ინფორმირებულნი, თავად ეძიონ
და თავად გააკეთონ დასკვნები; თავად მიხვდნენ, რა არის კარგი და რა - არა.
იგივეს ვიტყოდი არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემაზე
- ეკოლოგიაზე, რის მიმართაც საზოგადოება ჯერ კიდევ გულგრილია, ვერ ხედავს საფრთხეს,
არ ითვალისწინებს დაშვებულ შეცდომებს. სამყაროს დაცვა კი მხოლოდ ჯარიმის შიშით შეუძლებელია.
საჭიროა სახოგადოების მსოფლხედველობის, მენტალიტეტის შეცვლა. ეს რთული და ხანგძლივი
პროცესია და შედეგი მხოლოდ მომავალი თაობის სწორად აღზდით, სწორი ორიენტირების დასახვით
მიიღწევა. სწორედ ამას ვცდილობთ ამ პროექტით.
პროექტის
დაგეგმვა:
სკოლის სპეციფიკისა და მოსწავლეთა ასაკის
გათვალისწინებით, ვეცადეთ, საკვლევი საკითხები არა გლობალური და ყოვლისმოცველი, არამედ
კონკრეტული და შედარებით მცირე ყოფილიყო. წინასწარი საუბრებით გამოვიკვლიეთ მოსწავლეთა
ინტერესების სფერო, დაკვირვების საფუძველზე დავადგინეთ საჭიროებები და მოსწავლეებთან ერთად, მათი სურვილების გათვალისწინებით
დავგეგმეთ პროექტი, რომელიც ინტერდისციპლინარულ ცოდნასა და სასიცოცხლო უნარების განვითარებაზე
ორიენტირებული. ეს ყოველივე ზღვაში წვეთია და სამომავლოდ ვისურვებდით, უფრო გაღრმავებულად
შევძლოთ საკითხის შესწავლე, ისტორიული ექსკურსის, გეოგრაფიული კონტექსტისა და ლიტერატურული
თუ სხვა ტექსტების გათვალისწინებით. ამჯერად კი, გთავაზობთ განხორციელებულ აქტივობებს:
ყველაფერი დაიწყო ასოციაციური რუკის შედგენით, რომელმაც გამოკვეთა მოსწავლეთა
ინტერესები: ეკოლოგია, კერძოდ, წყალი და ევროკავშირი. კენჭისყრის პრინციპით, მუშაობა
დავიწყეთ წყალზე. მოსწავლეებმა შესწავლილი
მასალა დააკავშირეს დღევანდელობასთან, იმსჯელეს ამ პრობლემაზე და დაასკვნეს, რომ ეს
პრობლემები ახლაც აქტუალურია.
თავდაპირველად, როდესაც მოსწავლეებში პრიორიტეტული თემა გამოიკვეთა, დავგეგმეთ ორი
პროექტის ჩატარება. ვფიქრობდით, რომ თემები ლოგიკურად ებმოდა ერთმანეთს, მაგრამ მათი
გაერთიანება მეტად შრომატევადი იქნებოდა მეშვიდეკლასელებისათვის), ამიტომაც შეიქმენა
ჯერ ბლოგი წყალზე. მუშაობის პროცესმა მოსწავლეებში მეტი ინტერესი და მოტივაცია აღძრა,
მოსწავლეებმა არ მოისურვეს ,,შესვენება’’ და პირველი ეტაპის დამთავრებისთანავე შეუდგნენ
მუშაობას შემდეგ საკითხე.
მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობისას გამოიყენეს:
ისტ ლაბორატორია, მომავლის
კლასი, პრინტერი, ფოტოაპარატი, ინტერნეტი; კონსულტაციები საბუნებისმეტყველო, სამოქალაქო
განათლებისა და ისტ-ის პედაგოგებთან; ვიკიპედია, გუგლის საძიებო სისტემა და ინტერნეტში
განთავსბული მასალები. მაგალითისთვის მოვიყვანთ რამდენიმე წყაროს:
პროექტის მსვლელობის ამსახველი ფოტები და
ვიდეომასალა განთავსებულია ბავშვების მიერ შექმნილ ბლოგებზე: http://evropisken.blogspot.com/ http://wyali75.blogspot.com/
No comments:
Post a Comment